19 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
ყირგიზეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

ყირგიზეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა. ქვეყნის უკვე ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მისი გადაწყვეტილების საფუძველი არსებული ვითარება გახდა, რომელიც საზოგადოებასა და სამართალდამცველებს შორის კონფლიქტის საშიშროებას ქმნიდა.

ყირგიზეთში საპროტესტო აქციები 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებდნენ, სამთავრობო შენობები დაიკავეს. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გააუქმა.

დღის ამბები