19 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
COVID-19-ით გარდაცვლილი 42 წლის ქალი უსიმპტომო იყო - ნინო ნიჟარაძე

კორონავირუსს კიდევ ერთი მსხვერპლი. გარდაცვლილი 42 წლის ქალია. პაციენტი კლინიკაში არ იმყოფებოდა და მსუბუქი სიმპტომების გამო მკურნალობას აჭარაში, ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში გადიოდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ პაციენტი უსიმპტომო იყო ამიტომაც მკურნალობის კურსს კოვიდსასტუმროში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადიოდა.

"კოვიდკარანტინში დაფიქსირდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შემთხვევა. ის იმყოფებოდა მეთვალყურეობის ქვეშ, აღნიშნულ სასტუმროებში შემოვლა დღეში 2 ჯერ ხორციელდება. ეს ქალბატონი გახლდათ, ფაქტობრივად, უსიმპტომო და დღეს დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი, სავარაუდოდ, დაფიქსირდა თრომბოემბოლეა, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია,"- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

კონკრეტულად, რამ გამოიწვია გარდაცვალება ექსპერტიზა დაადგენს. 

აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა - ამის შესახებ, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით,  შემთხვევების რაოდენობა უკვე ანტირეკორდულია.

დღის ამბები