24 აპრილი 2024,   20:29
ვრცლად
საფრანგეთში COVID-19-ის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - მსოფლიო მაჩვენებელმა 39 მილიონს გადააჭარბა 

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში 39 მილიონს გადააჭარბა. ევროპაში ბოლო ერთ კვირაში COVID-19-ის რეკორდულად ბევრი შემთხვევა გამოვლინდა.

გასულ 24 საათში საფრანგეთში ინფიცირების 30 ათასზე მეტი ფაქტი დადასტურდა, რაც ქვეყანაში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

მონაცემები სწრაფად იზრდება იტალიაში, შვეიცარიაში, ჩეხეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში.

თვითიზოლაციაში გადავიდა ევროკომისიის პრეზიდენტი, მას შემდეგ რაც მის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

რთული ეპიდსიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში. გასულ დღე-ღამეში COVID-19-ით რუსეთში 286, თურქეთში 66, სომხეთში 7, აზერბაიჯანში კი 3 ადამიანი გარდაიცვალა.

დღის ამბები