პარტია "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ოფისზე გაკრული ბანერის დაზიანების ბრალდებით 39 წლის პირი დააკავეს. ის წარსულში ნასამართლევია და გამოძიების ვერსიით, მან ოფისის შენობის ფანჯრის მინაზე გაკრულ ბანერს აგური ესროლა და დააზიანა. მიყენებული ზარალის ოდენობა 80 ლარია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჩადენილ ფაქტს ადმინისტრაციული დარღვევის კვალიფიკაცია მისცა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. სასამართლომ ბრალდებულს სიტყვიერი შენიშვნა მისცა.