წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, თერნალის დასახლებაში გაზქურის აფეთქების შედეგად ასაკოვანი ქალი დაშავდა. მას მეორე ხარისხის დამწვრობა ხელებსა და ფეხებზე აქვს.
როგორც მეზობლები ყვებიან, ყვირილის ხმა შემოესმათ, საშველად მისულებს კი სახლის დამხმარე ნაგებობაში ხანძარი დახვდათ, ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, დამხმარე ნაგებობა და ავეჯი სრულად დაიწვა.