ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტირება 403 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან 124-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობას 156 პაციენტი გადის, მათგან 125-ს COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზი აქვს. მძიმე მდგომარეობაშია 15 პირი, საშუალო სიმძიმისაა 21.
ოკუპირებულ აფხაზეთში ამ ეტაპზე კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 2796-ია. გამოჯანმრთელდა 1187, ლეტალურად დასრულდა 27 შემთხვევა.