26 აპრილი 2024,   15:20
ვრცლად
იმერეთში მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის ახალი კოვიდ სასტუმრო დაემატა

ჯანდაცვის სისტემას ვირუსთან ბრძოლის პროცესში ახალი კოვიდ სასტუმრო დაემატა. იმერეთში გაუარესებული ეპიდვითარების გამო, ერთი კოვიდ მიმღები დაწესებულება გამოიყო, სადაც მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს უმკურნალებენ.

ახალი გადაწყვეტილებები ათასობით გაზრდილ შემთხვევებს უკავშირდება. 

"არსებულ კოვიდ სასტუმროებში არის დაახლოებით 200-მდე ადამიანი, ისევე, როგორც აქამდე. კლინიკები, როგორც იცით, არის 600 საწოლზე ჯერჯერობით, აქედან როგორც მე ვიცი 501-ია დაკავებული და დღეიდან უკვე გაიზრდება მათი რაოდენობა. არც კოვიდ კლინიკებში არ გვექნება პრობლემა და არც კოვიდ სასტუმროებში," - განაცხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

იმერეთის რეგიონის გარდა, კოვიდ მიმღებ ცენტრებად გადაკეთდა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაც.

დღის ამბები