დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 1351 შემთხვევიდან 445 თბილისში, ხოლო 369 აჭარაში დაფიქსირდა - ამის შესახებ ცნობილი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა: იმერეთში 255; ქვემო ქართლში 76, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 66, მცხეთა მთიანეთში - 23, შიდა ქართლში - 23, კახეთში 20, სამცხე ჯავახეთში 18, გურიაში 15, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 11 033 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.