გურიაში სახელმწიფო რწმუნებულს, ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი დაუდასტურდა. მას COVID-19 განმეორებითი ტესტირების შედეგად გამოუვლინდა.
არსებული ინფორმაციით, გუბერნატორის მოადგილეების კვლევის შედეგები უარყოფითია. ადმინისტრაციულ შენობის სამივე სართულზე სადეზინფექციო სამუშაოები გვიან ღამით ჩატარდა.