19 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ყურადღებით აკვირდება ბელარუსში არსებულ ვითარებას - სერგეი ნარიშკინი

მისნკში ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდა.

როგორც სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ყურადღებით აკვირდება ბელარუსში არსებულ ვითარებას და დასავლეთის გეგმებს ბელარუსთან დაკავშირებით.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვი მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებს ბელარუსის სპეცსამსახურებთან.

ბელარუსის პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამ შეშლილ სამყაროში ბელარუსსა და რუსეთს ცოტა მეგობარი ჰყავთ.

პარალელურად კი ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები რაც შეიძლება მალე დაწესდეს.

დღის ამბები