16 აპრილი 2024,   14:42
ვრცლად
დღეს ყველამ უნდა იცოდეს ვინ არის თავისი ოჯახის ექიმი, ჩვენი მიზანია ინფიცირებულთაგან სტაციონარულ მკურნალობაზე მხოლოდ 15%-დან 25%-მდე იყოს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმის ჩართულობა ინფიცირებულთა მართვის პროცესში. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მათი მიზანია, რომ სტაციონარულ მკურნალობაზე 25%-ზე მეტი არ იყოს.

"დაახლოებით 24%-ის ფარგლებში ვართ სტაციონარში მყოფ ავადმყოფებთან მიმართებაში. ჩვენი მიზანია, რომ აქტიური შემთხვევებიდან 15%-დან 25%-მდე იყოს სტაციონარულ მკურნალობაზე, ხოლო დანარჩენები უნდა იმართონ ამბულატორიულად, ბინაზე ან კოვიდ სასტუმროებში, რადგან ხშირად ვიმეორებთ ამას, რომ უმრავლესობა არის უსიმპტომო ან მსუბუქად მიმდინარე. ამიტომ მინდა მოსახლეობას ასეთი სლოგანი მოვუწოდო, თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს დღეს თავისი ოჯახის ექიმი ვინ არის და მისი ტელეფონი. როდესაც გვეწყება სიმპტომები, დავურეკოთ ოჯახის ექიმს და ვიმოქმედოთ ოჯახის ექიმის დარიგების მიხედვით," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები