19 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
საქართველოში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება იწყება, სადაც პასუხი 20 წუთში იქნება ცნობილი - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება დაიწყება. 

"დღეს საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება მოხდება პროტოკოლით. მსოფლიოში სულ 2 ისეთი ტესტია, რომელიც აღიარებულია ამ 2-დან 1 კი ჩვენს ქვეყანას აქვს. ამ ტესტების მარაგი ამ ეტაპზე 150 ათასამდეა, კიდევ ნახევარი მილიონი კი შეკვეთილია. ამ ტესტის გაკეთების შემდეგ, პასუხი 20 წუთში იქნება,"- განაცხადა პაატა იმნაძემ. 

 

დღის ამბები