19 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
დედაქალაქის ავტოპარკს "ევრო 6"-ის სტანდარტის 126 ავტობუსი შეემატა

დედაქალაქის ავტოპარკს 126 ერთეული 12-მეტრიანი ევრო 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეემატა. 

მათი ნაწილი უკვე დედაქალაქში მოძრაობს, დანარჩენი კი 2021 წლის მარტამდე ეტაპობრივად შემოვა, 90 მგზავრზე გათვლილი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

"126 ერთეული 12- მეტრიანი BMC-ის მარკის ავტობუსი შევიძინეთ. გარდა ამისა, 200 ერთეული მიკროავტობუსი არის ჩამოსული და 100 ერთეული უნდა დაემატოს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ რეფორმის ფარგლებში მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება.

ჩვენ ასევე შესყიდული გვყავს 100 ერთეული BMC-ის ავტობუსი, რომელიც უნდა ჩამოვიდეს. ამით შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად დავასრულებთ ჩანაცვლების პროცესს. მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს 18- მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვა," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები