09 მაისი 2024,   02:39
ვრცლად
ყაჩაღობა ხელვაჩაურში - თავდამსხმელი ამ დროისთვის იდენტიფიცირებული არ არის

ყაჩაღობა ხელვაჩაურში - თავდამსხმელი ამ დროისთვის იდენტიფიცირებული არ არის. სწორედ ამ მიზნით და მის დასაკავებლად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

შემთხვევა ხელვაჩაურში დღეს დილით, დაახლოებით 6 საათისთვის მოხდა. სახლის მეპატრონემ უცნაური ხმა გაიგო, ჩავიდა პირველ სართულზე და დაინახა, რომ თავდამსხმელი სეიფის გახსნას და მისი კუთვნილი თანხის წაღებას ცდილობდა, რა დროსაც მას წინააღმდეგობა გაუწია. სწორედ ამ დროს თავდამსხმელმა მას ბლაგვი საგნით თავის არეში რამდენიმე დაზიანება მიაყენა და ადგილიდან მიიმალა, თუმცა მანამდე სახლიდან რამდენიმე ძვირადღირებული საათი აღება მოასწრო. თავდამსხმელმა სეიფის გაღება ვერ მოახერხა.

რაც შეეხება დაზარალებულს, ის, ამ დროისთვის, ბათუმში იმყოფება. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღის ამბები