19 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო ლიცეუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ლიცეუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
პროცესი ყველა სამხედრო ბაზაზე დასკვნით ფაზაშია. სარემონტო სამუშაოები დასრულდა გენერალ კვინიტაძის სახელობის სამხედრო ლიცეუმშიც.

სასწავლებლის საცხოვრებელ, ადმინისტრაციულ და დამხმარე ნაგებობებში სველი წერტილები განახლდა, ოთახები გარემონტდა, კანალიზაციისა და სხვა საინჟინრო ქსელებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა სპორტული მოედნები და ტერიტორია კეთილმოეწყო.

თავდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოში სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობის მიზნით იმყოფებოდა.

დღის ამბები