17 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
2-3 კვირაში საქართველოში პანდემიის პიკია მოსალოდნელი - 30 303 დადასტურებული შემთხვევით, საქართველომ 85-ე ადგილზე გადაინაცვლა

არჩევნებიდან ორ-სამ კვირაში საქართველოში პანდემიის პიკი იქნება.
ქვეყანა  კორონავირუსის წითელ ზონაში უკვე შევიდა. ეს ოთხფერიან გამაში ყველაზე მაღალი ნიშნულია.

ზაფხულის მწვანე ზონის შემდეგ საქართველომ ყვითელი და ნარინჯისფერი ზონა თვენახევარში გაირა და ახლა, 30 303 დადასტურებული შემთხვევევით, ქვეყანა მსოფლიოში 85-ე ადგილზეა.

ამ დროისთვის, "კოვიდ-19-ის" აქტიური ფაზა თითქმის 19 000 ადამიანს აქვს. მძიმეა 400, რომელთა ერთი ნაწილი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 14 პაციენტის მინიმალური ასაკი 61 წელია.

გარდაცვლილი პაციენტების უმრავლესობას კი, კორონავირუსთან ერთად მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

დღის ამბები