წალენჯიხის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია "კურიერს" ბესო ფარცვანიამ თავად დაუდასტურა.
წალენჯიხის მერი ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს, სიმპტომები არ აქვს და ტემპერატურის მატება მხოლოდ გუშინ აღენიშნებოდა.
ბესო ფარცვანია სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება. მისი ინფიცირების წყარო ცნობილია.