19 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
პირბადის ტარება სოციალური პასუხისმგებლობაა და პატრიოტიზმიც არის, როდესაც ვებრძვით გლობალურ პანდემიას - პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, იზრუნონ მათზე, ვინც კორონავირუსის გავრცელების პირობებში მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ პირბადის ტარება სოციალური პასუხისმგებლობაა. 

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ, პირველ რიგში, გავუფრთხილდეთ მაღალი რისკის მატარებელ ჩვენ მოქალაქეებს, მაღალი რისკის ჯგუფებს. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ხანდაზმულები. ასევე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქრონიკული დაავადების მატარებელი ადამიანები არიან მძიმე მდგომარეობაში და მათზე უნდა ვიზრუნოთ.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ვატაროთ პირბადე, ეს არ არის შესაძლებლობა, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თავზე, პირბადე არის შესაძლებლობა, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თანამოქალაქეებზე, ჩვენი ოჯახის წევრებზე და ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პირბადის ტარება სოციალური პასუხისმგებლობაა და პატრიოტიზმიც არის იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვებრძვით გლობალურ პანდემიას,"-განაცხადა პრემიერმა. 

დღის ამბები