გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს:
"2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა "დაფი" სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.