ძლიერმა სეტყვამ ქალაქი ახმეტა და მიმდებარე 5 სოფელი დააზარალა. განსაკუთრებით რულია ვითარება სოფელ არგოხსა და ბაბანეულში, სადაც სეტყვამ თითქმის სრულად გაანადგურა ვენახები, ერთწლიანი ნარგავები და ბოსტნეული.
ძლიერი სეტყვის გამო დაზიანდა სახლის სახურავებიც. ადგილობრივები ყვებიან, რომ სტიქია 10-15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ თუ სახელმწიფო არ დაეხმარება მათ არანაირი შემოსავლის წყარო აღარ გააჩნიათ.
სტიქიის ზონაში ჩავიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მუშაობა დაიწყო ზარალის შემსწავლელმა სპეციალურმა კომისიამაც.