26 აპრილი 2024,   08:54
ვრცლად
ხმაური მარნეულში - მე-5 საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელს პროცესზე დაკვირვების საშუალება არ მიეცა

მარნეულში მე-5 საარჩევნო უბანზე დილიდან ხმაურია. ვიდეოს რადიო "მარნეული" ავრცელებს.

"ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელს, პროცესში დაკვირვების საშუალება არ მიეცა. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფი, ამ უბანზე ასევე მივიდა მარნეულის პოლიციის უფროსი რუსლან იოსელიანი. ის ამბობს, რომ ამ წუთებში ცდილობს სიტუაციაში გაერკვეს. ინციდენტის გამო, რამდენიმე წუთით გაჩერებული იყო საარჩევნო პროცესი. 

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ლაშა ქველაძემ განაცხადა, რომ მათ დამკვირვებელს უფლებას არ აძლევენ, რომ საარჩევნო პროცესს დააკვირდეს. 

დღის ამბები