შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვას. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ყველა მოქალაქეს უნდა მიეცეს საშუალება, საკუთარი პოზიცია თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში დააფიქსიროს.
"10 საათისთვის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და პოლიციის ინფორმაციით, რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. როგორც საზოგადოებას ვაცნობეთ, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც დღის განმავლობაში დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეგიონულ დანაყოფებს და უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მონიტორინგს," - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა.