20 აპრილი 2024,   07:50
ვრცლად
ერთი კვირის წინ მას გული გაუჩერდა, სამწუხაროდ, 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ვერ გადავარჩინეთ - ეკა ტიკარაძე 

ვერ შევძელით და ვერ გადავარჩინეთ 15 წლის მოზარდის სიცოცხლე - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა  "კურიერის" ეთერში ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ერთი კვირის წინ პაციენტს გული გაუჩერდა, თუმცა მისი გადარჩენა მაშინ შეძლეს.

"დიახ, სამწუხაროდ დღეს მოხდა ასეთი ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვერ შევძელით და ვერ გადავარჩინეთ 15 წლის მოზარდის სიცოცხლე. ეს პაციენტი გახლავთ უკვე საკმაოდ დიდი ხანია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მას აღენიშნებოდა გარკვეული გართულებები, ასევე, ჩვენ გვქონდა ერთი ეპიზოდი ერთი კვირის წინ, როდესაც პაციენტს ჰქო​ნდა გულის გაჩერება, მაშინ ექიმებმა შეძლეს და გადაარჩინეს პაციენტის სიცოცხლე, თუმცა მისი მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე და დღეს დაფიქსირდა გარდაცვალება," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

დღის ამბები