04 მაისი 2024,   02:24
ვრცლად
1 943 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 650, აჭარაში კი 506 შემთხვევა

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის განცხადებით, დღეს გამოვლენილი 1 943 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში - 506, იმერეთში - 324, ქვემო ქართლში - 46, შიდა ქართლში - 100, გურიაში - 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 200, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში - 39, სამცხე-ჯავახეთში - 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.  ამის შესახებ დღეს  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 501.

"ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 501. 4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 092, აჭარაში - 699. მძიმე პაციენტი გვყავს 589, მათ შორის, თბილისში - 299, აჭარაში - 90. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 281 პირი - მათ შორის, თბილისში - 163, აჭარაში - 77. 2 264 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 074 - აჭარაში, ხოლო 846 - თბილისში. 8 984 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 080 პირი, მათ შორის, თბილისში - 621, აჭარაში -1 412. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 833 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28 633-მდე გაიზარდა," - აცხადებენ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბში.

დღის ამბები