დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებზე და ხაზი გაუსვა პირბადის მნიშვნელობას. ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე მსოფლიოში 5 პრევენციულ ღონისძიებაზე მეტად ეფექტური ჯერჯერობით არაფერი არსებობს:
"5 მთავარი პრევენციული ღონისძიება, ამაზე უკეთესი კაცობრიობამ ჯერჯერობით ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც პანდემიაა ჯერ ვერ მოიგონა, ესაა: პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, არა დიდი შეკრებები ამას ძალიან ხაზს ვუსვამ და ღონისძიებები გარე სივრცეებში. პირბადეს აქვს ძალიან დიდი დამცველობითი უნარი და ძალიან ბევრ შემთხვევაში ამან ეს გვაჩვენა,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.