27 მაისი 2024,   09:13
ვრცლად
ოფიციალური ერევნის ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ სარაკეტო თავდასხმა სამედიცინო დაწესებულებაზე განახორციელა

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღამის განმავლობაში ცეცხლი ტერტერის, აღადამისა და კიდევ სამი რეგიონის მიმართულებით გახსნა.

აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკა და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ოფიციალური ერევნის ცნობით, კი ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტის მიმართულებით აზერბაიჯანულმა მხარემ სარაკეტო თავდასხმა სამედიცინო დაწესებულებაზე განახორციელა, არის მსხვერპლი.

დღის ამბები