05 სექტემბერი 2026,   16:46
ვრცლად
სოფელ აკურაში სატვირთო ავტომობილი გალავანს დაეჯახა - დაზიანებულია გაზის ცენტრალური მილი 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში სატვირთო ავტომობილი გალავანს დაეჯახა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი სატვირთოს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოცურდა. ავარიის დროს დაზიანდა გაზის ცენტრალური მილი. უსაფრთხოებიდან გამომდინარე სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ადგილზე "თელავგაზის" წარმომადგენლები უკვე მუშაობენ.  

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. თუმცა თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო ჯგუფები.

დღის ამბები