19 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
ცვლილება ბინაზე მკურნალობაში - პაციენტებს გამოკვლევებს D დიმერზე, სისხლის საერთო ანალიზზე, სატურაციის განსაზღვრაზე ჩაუტარებენ

ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ იმ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებით იქნა მიღებული.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბინაზე მყოფ პაციენტებს ჩაუტარდებათ გამოკვლევები: D დიმერი, სისხლის საერთო ანალიზი, სატურაციის განსაზღვრა. როგორც ცერცვაძემ განაცხადა, ბინაზე მყოფი პაციენტებისთვის მსგავსი ანალიზების ჩატარება არც ერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას არ აქვს თავის თავზე აღებული და საქართველო ამ საკითხში პირველია. ამასთან, ცერცვაძის თქმით, გაძლიერდება კოვიდსასტუმროების როლიც.

"გაძლიერდება კოვიდსასტუმროების როლი, თუ აქამდე ბინის ეკვივალენტის როლს ასრულებდნენ, მათთვის, ვისაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ახლა სასტუმრო იქნება შუალედური რგოლი ბინასა და ჰოსპიტალს შორის არა მარტო იზოლაციის, არამედ მოვლის და მკურნალობის მაჩვენებლით, გაძლიერდება სამედიცინო პერსონალი, როგორც რაოდენობრივად, ასევე თვისობრივად. ჩატარდება მსუბუქი მკურნალობაც. ესეც არის საქართველოს ნოუჰაუ,"-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები