სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 477 ნიმუშიდან 138-ზე დადებითი პასუხია.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათგან 93 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 12 შემთხვევა - მესტიაში, 10 - ჩხოროწყუში, 8 - სენაკში, 7 - ფოთში, 4 - წალენჯიხაში, 1 შემთხვევა - ხობში და 1 შემთხვევა - აბაშაში.
ამასთან, ინფიცირებულთაგან 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში მკურნალობს 161 კოვიდ პაციენტი, მათგან 49-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 40 კოვიდპაციენტი გადის მკურნალობის კურსს, მათ შორის 1-ის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 108 რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება - 140 ადამიანი.