05 სექტემბერი 2026,   16:07
ვრცლად
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ირაკლი შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ირაკლი შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას  ირაკლი შენგელია სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

"მშვიდად და უსიმპტომოდ მივიღე ვუჰანელი COVID-19-ის გამოწვევა, ვრჩები იზოლაციაში და აქედან შევუტევ ვერაგ ვირუსს"-წერს შენგელია.

შენგელია პროფესიით ექიმია.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შენგელია ბოლო დღეებში სამსახურში არ დადიოდა და მას თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია.

კორონავირუსი ქუთაისის საკრებულოს რამდენიმე დეპუტატს ჰქონდა,  ინფიცირებული იყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც.

დღის ამბები