26 აპრილი 2024,   09:27
ვრცლად
მელანია ტრამპი ქმარს მოუწოდებს, დამარცხება აღიაროს

პირველი ლედი მოქმედი პრეზიდენტის ახლო წრეში ერთ-ერთია, რომელიც დონალდ ტრამპს ურჩევს, დამარცხება აღიაროს. ამის შესახებ CNN წერს. მელანია ტრამპს არჩევნების შედეგების შესახებ ოფიციალური კომენტარი საჯაროდ არ გაუკეთებია.

CNN-ის ინფორმაციით, ასევე, დონალდ ტრამპს დამარცხების აღიარებისკენ მისმა სიძემ და მრჩეველმა ჯარედ კუშნერმაც მოუწოდა. 

დონალდ ტრამპი შედეგების გასაჩივრებას გეგმავს და ამბობს, რომ არჩევნებში არა ჯო ბაიდენმა, არამედ თვითონ გაიმარჯვა.

დღის ამბები