05 სექტემბერი 2026,   18:20
ვრცლად
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული 7 პირიდან 6 მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული 7 პირიდან 6-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ერთი კი გაათავისუფლეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო თარაშვილმა გამოაცხადა.

ერთ-ერთ პირს 5-დღიანი, დანარჩენებს კი 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

ცნობისთვის, 4 ნოემბერს, ისნის საოლქო კომისიასთან 7 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

დღის ამბები