"ლელო" 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის გაუქმებას ითხოვს.
ოპოზიციური პარტია სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. პარტიის ლიდერების განცხადებით, მიღებული რეგულაცია არაკონსტიტუციურია.
"ლელო" საკონტიტუციო სასამართლოსგან დავის დასრულებამდე მთავრობის დადგენილების შეჩერებას მოითხოვს.
"კანონი, რომლის საფუძველზეც არის მიღებული აღნიშნული რეგულაცია, არ აძლევს მთავრობას უფლებას შეზღუდოს პირების გადაადგილება და ადამიანების შეკრება და მანიფესტაცია. არ ვაპირებთ, თვეების განმავლობაში ველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, როდის მიიღებს ამ სარჩელზე გადაწყვეტილებას და სარჩელთან ერთად ვითხოვთ, რომ საქმის დასრულებამდე აუცილებლად შეჩერდეს აღნიშნული აქტის მოქმედება,"- აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრი თორნიკე ართქმელიძე.