04 სექტემბერი 2026,   10:36
ვრცლად
კახეთში ხვალიდან მეორე კოვიდკლინიკა ინფუნქციონირებს

კახეთში ხვალიდან მეორე კოვიდკლინიკა ინფუნქციონირებს - ამის შესახებ კახეთის გუბერნატორი მოვალოების შემსრულებელმა განაცხადა.

ირაკლი შიოშვილის თქმით, რეგიონში აქამდე მხოლოდ ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკა 30-მდე კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდა, ხვალიდან კი 70 ინფიცირებული პაციენტის მკურნალობას შეძლებს. 

შიოშვილის თქმით, რეგიონს ასევე დაემატა კოვიდსასტუმრო, რომელიც 100 ადამიანზეა გათვლილი.

"ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე რეგიონში დაემატა როგორც კოვიდსასტუმრო ასევე კოვიდკლინიკა. ამ ეტაპზე რეგიონში გახსნილია ორი კოვიდკლინიკა და ორი კოვიდსასტუმრო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,რომ ორივე კლინიკა აღჭურვილია ყველა შესაბამისი ინვენტარით, რომ პაციენტს ჩაუტარდეს სრული მკურნალობა.
მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არაებობს, რამდენადაც ადგილობრივი ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმით ვმუშაობთ იმისათვის, რომ სტაბილური ვითარება შენარჩუნდეს"- აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

დღის ამბები