26 აპრილი 2024,   19:28
ვრცლად
საპროტესტო აქციისას დაკავებულების საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე მიმდინარეობს

რუსთაველზე საპროტესტო აქციისას დაკავებულების საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

გაიმართა ლექსო მაჭავარიანის პროცესი, მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის შესახებაც. დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

"ჩვენ ვაპროტესტებდით გაყალბებული არჩევნების შედეგებს, ოპოზიციურ პარტიებთან, ჩვენს მხარდამჭერებთან, ზოგადად, მოქალაქეებთან ერთად ვიკრიბებოდით პარლამენტის წინ, რათა კიდევ ერთხელ გვეთქვა, რომ არ გავჩერდებოდით.

გამომდინარე იქიდან, რომ საღამოს საათებში აცივდებოდა,  გადავწყვიტეთ, მიგვეტანა შეშა. ეს კონკრეტული ფაქტი უნდა განიმარტოს, რადგან შეშის მიტანა ლოკაციამდე შეგვეზღუდა. ერთ პოლიციელს ვეჭირე ხელით, მეორე პოლიციელი ფეხს მირტყამდა ფეხში და ასე ძალადობრივად მიმათრევდნენ პოლიციის მანქანამდე. ჩემი მანქანაში ჩატენვიდან სამი საათის განმავლობაში ვითხოვდი იმას, რომ მქონოდა უფლება ადვოკატთან დამერეკა, ან მშობელთან, რომ ვიცოდი, ჩემზე ინერვიულებდნენ, თუმცა მსგავსი რამ არ მომხდარა,"- განაცხადა სასამართლოზე სამოქალაქო აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ.

 

დღის ამბები