პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირებიდან ერთ-ერთს, ლექსო მაჭავარიანს, სასამართლომ 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ლექსო მაჭავარიანის განცხადებით, მას არანაირი კანონდარღვევა არ ჩაუდენია.
"პატრულის უფროსმა ბატონმა ვაჟა სირაძემ ვერ აიტანა, რომ საკუთარი თანამშრომლების წინაშე არც ისე კეთილსინდისიერი გამოჩნდა და, შესაბამისად, გასცა ჩემი დაკავების ბრძანება. არანაირი კანონდარღვევა არ ჩამიდენია. ბრძოლა გაგრძელდება - ვერანაირი ივანიშვილი, ვერანაირი ივანიშვილის სასამართლო ჩვენს ბრძოლას თავისუფლებისთვის ვერ შეაჩერებს", - განაცხადა მაჭავარიანმა.
რუსთაველის გამზირზე დაკავებული კიდევ ორი აქტივისტის, ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ აქტივისტები პარლამენტთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.