საქართველოს ერთ დღეში კორონავირუსით 45 გარდაცვლილი ჰყავს.
გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისშია, დედაქალაქში 18 ადამიანი გარდაიცვალა, 14 ადამიანი ემსხვერპლა COVID-19-ს აჭარაში.
"სამწუხაროდ, აჭარაში 14 პაციენტი გარდაიცვალა, აქედან ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში 3, ბათუმის სამედიცინო ცენტრში 4, ბომონდში1, მედცენტრში 1, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში 2 და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 3,"- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა გია კიკაბიძემ.