საქართველოში ეპიდვითარება მძიმდება. ეპიდემიოლოგები სიტუაციას კრიტიკულად აფასებენ და ამბობენ, რომ კლინიკებში პაციენტებისთვის თავისუფალი ადგილები ფაქტობრივად აღარ მოიძებნება, მათივე მოსაზრებით, შემთხვევების დასარეგულირებლად შესაძლოა ლოკდაუნი გამოსავალი იყოს.
ინფექციონისტი მაია ზალდასტანიშვილი აცხადებს, რომ ამ ვითარებაში არც აქციების და არც არჩევნების დრო არ იყო.
"ფაქტობრივად უმართავ სიტუაციაში ვართ, უამრავი ინფიცირებულია, პირდაპირ გეტყვით, რომ არ არის საკმარისი საწოლები. ძალიან მინდა ყველას მოვუწოდო ახლო დგომისგან თავი შეიკაონ. არც აქციების ჩატარება იყო ახლა საჭირო,"- აღნიშნა მაია ზალდასტანიშვილმა.