"გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია" ცენტალურ საარჩევნო კომისიაში, საოლქო საარჩევნო კომიების შემაჯამებელი ოქმების შედეგებს ასაჩივრებს. საჩივარი შეიტანა "ევროპულმა საქართველომაც".
ოპოზიციონერებმა ცესკოს განცხადებით უკვე მიმართეს. თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ოპოზიცია დავას სასამართლოში გააგრძელებს.
"შევიტანეთ 29 ოლქთან დაკავშირებული საჩივარი. არ ვასაჩივრებთ რაჭის შედეგებს, იმიტომ რომ იქ წარმომადგენლები არ გვყავდა და არ გვქონდა დაწერილი საჩივრები. ველოდებით სხდომას, რომელიც ცესკომ 1 დღის განმავლობაში უნდა ჩაატაროს და თუ არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი, წავალთ სასამართლოში,"- აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური მდივანი, გაერთიანებული ოპოზიციის "ენმ - ძალა ერთობაშია" წევრი თამარ კორძაია.
"ჩვენ საჩივრებში საუბარია გაყალბებულ ხელმოწერებზე, ასევე დისბალანსებზე. უამრავი ოქმია, სადაც ბალანსი არ ჯდება. ძალიან ბევრი უბანია, სადაც ადგილი აქვს "სომხურ კარუსელს" და ბიულეტენების ჩაყრას. ამას ვასაბუთებთ ჩვენ საჩივრებში,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" იურისტი ანა ჯიქურიძე.