19 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. გორის რაიონულ სასამართლოში, სადაც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა მიმდინარეობდა, ბრალდებულის საქმეზე საკმარისი ნაფიცი მსაჯულის შერჩევა ვერ მოხერხდა. საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს კი 9 თვიან პატიმრობაში ყოფნის ვადა უახლოეს დღეებში, ისედაც ეწურებოდა.

თაზო გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი, ნაფიცი მსაჯულების წინაშე სათვალთვალო კამერებში ასახული ფაქტებით აპირებს წარდგენას. დაცვის მხარის მთავარი მტკიცებულებაც სწორედ ეს ვიდეო კადრებია. ამით ინტერესების დამცველი, მერაბ კობიაშვილის უდანაშაულობის დამტკიცებას შეეცდება.

ბრალდებულის ადვოკატი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ კობიაშვილი დაპირისპირებისას თავს იცავდა და ვინმეს მოკვლა განზრახული არ ჰქონდა. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ნაფიცი მსაჯულები, ჩხუბის ამსახველ ვიდეო კადრებს გადაწყვეტილების მიღებისას მთავარ მტკიცებულებად გამოიყენებენ.

მერაბ კობიაშვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია მისი მეუღლე. ნატა ქიტესაშვილი "კურიერს" უყვება, რომ მისი მეუღლე თავდასხმის ობიექტი იყო და მოგერიების გარდა სხვა გზა არ ჰქონდა.

თაზო გორტამაშვილის ოჯახი დარწმუნებულა, რომ კობიაშვილს დანაშაულის ჩადენა წინასწარ განზრახული ჰქონდა. მათ სამართლებრივ დეტალებზე სუბარი არ სურთ და ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებას ელოდებიან.

დღის ამბები