19 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
1 დღე განაჩენამდე - მოსამართლე ხვალ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ ეპიზოდზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

1 დღე განაჩენამდე - ხვალ, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ერთ ეპიზოდზე განაჩენს გამოაცხადებს. საქმე ეხება არასრულწლოვნებს - ამ ეპიზოდში გამოძიება მათ, ძალადობას, მის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება.

შაქარაშვილის ოჯახს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს, საპირისპირო პოზიციას აფიქსირებენ ბრალდებულების ადვოკატები. ისინი მიიჩნევენ, რომ ბრალის დასამტკიცებლად პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს.

პარალელურად გრძელდება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის სხვადასხვა ეპიზოდის განხილვაც. დღეს საქალაქო სასამართლოში სრულწლოვნების საქმეზე 2 მოწმე გამოიკითხა.​  

დღის ამბები