სამართალდამცველებმა ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის კიდევ ერთი სქემა გამოავლინეს - ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 1 200 000 ლარს შეადგენს.
საცხოვრებელ სახლში კუსტარულად მოწყობილი ნარკოლაბორატორია მძიმე დანაშაულში ბრალდებულ 27 წლის გოგოს ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა მოწყობილი. ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეა ამზადებდა ქიმიური შენაერთებით სხვადასხვა ნარკოტიკულ ნივთიერებას, მათ შორის ე.წ "მეფე დრონს", რომელმაც გასულ წლებში არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა. დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, სახლში დამზადებულ ნივთიერებებს ის თბილისის სხვადასხვა ლოკაციებზე დებდა, ფოტოს უღებდა და შემდეგ ინტერნეტით, სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით ყიდდა.
27 წლის აიდა აინაკულოვა პოლიციამ სახლიდან აიყვანა, სპეცოპერაცია გვიან ღამით ჩატარდა, ადგილობრივების თქმით, დაკავების დროს გადაკეტილი იყო მთლიანი ქუჩა და როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობდა.
მძიმე დანაშაულში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს, ის ახლა პატიმრობაშია და წინა სასამართლო სხდომის მოლოდინში.
უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 16 წლამდე პატიმრობა ემუქრება.