17 სექტემბერი 2026,   16:13
ვრცლად
მრავალი მსურველი იყო ამ თამაშზე დასასწრებად სამთავრობო სექტორიდან, მაგრამ ეს ასე ვერ მოხდა - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი

დღეს ფეხბურთის ფედერაციასთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ, სადაც როგორც ფიზიკური, ასევე, სიტყვიერი დაპირისპირება აქტივისტებსა და ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლებს შორის მოხდა. ისინი ითხოვდნენ პასუხს, რატომ არ შეუშვეს გუშინ მატჩზე დასასწრებად.

რაც შეეხება ვაისის გადაწყვეტილებას საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან წასვლაზე, თბილისის "დინამოს" სპორტული დირექტორის განცხადებით, ვაისმა აქამდე ბევრი კარგი რამ გააკეთა, მაგრამ გუშინ მისი გადაწყვეტილება ცვლილებაზე დაგვიანებული იყო. 

"ბევრი კარგი გააკეთა ვაისმა, შესაძლოა გუშინ ბევრი შეცდომები ჰქონდა, მაგრამ განვიცდით იმას, რაც მოხდა. ვფიქრობ, რომ გუშინ მას, რაღაც ცვლილება ცოტა ადრე უნდა გაეკეთებინა," - აღნიშნავს საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" სპორტული დირექტორი გიორგი ნემსაძე. 

რაც შეეხება გულშემატკივართა პროტესტს, ამაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ყველა მათგანი პროვოკატორია და არა გულშემატკივარი. 

"ისინი, ვინც გუშინ აქ ვითომ საგულშემატკივროდ იყვნენ, უბრალოდ პროვოკატორები არიან, ისინი არასახელმწიფოებრივად და არაპატრიოტულად მოქმედებდნენ. ის პროვოკაციები, რომელიც მათ დაიწყეს, სრულიად მიუღებელია. ბატონ კახა კალაძეს რაც შეეხება, მას 3 საშვი გადაეცა. სამწუხაროა, რომ მას და მთავრობის წარმომადგენლებს მხოლოდ 3 საშვი გადაეცათ და მეტი არა. მრავალი მსურველი იყო ამ თამაშზე დასასწრებად სამთავრობო სექტორიდან, მაგრამ ეს ასე ვერ მოხდა," - აცხადებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი. 

დღის ამბები