დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაჯამა და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყანა ახლა რთულ ფაზაშია.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ პირბადეზე უფრო მაღალი დაცვითი ფუნქციის მქონე მეთოდი ამ ეტაპზე ჯერ არ არსებობს. მისივე განმარტებით, თუ ქვეყანაში პირბადის ტარების და მოხმარების მაჩვენებელს 95%-მდე ავიყვანთ, ინფექციის გავრცელება დაახლოებით 70%-ით შემცირდება.
"მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა და ძალიან რთულია. ფაქტია, რომ ეპიდემია ქვეყანაში სერიოზულ მასშტაბებს იღებს და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. ერთის მხრივ შემზღუდველი ღონისძიებები, მეორეს მხრივ დიდი პრევენციული ღონისძიებები. სად არის ყველაზე მეტი დარღვევა არის იქ, სადაც არ გვჯერა, რომ პირბადეს აქვს დამცველობითი უნარი, არა და ვსაუბრობთ, რომ ამაზე დიდი დამცველობითი უნარი ჯერჯერობით არაფერს არა აქვს. თუ ჩვენ ავიყვანთ ქვეყანაში პირბადის ტარების და მოხმარების მაჩვენებელს 95%-მდე, ჩვენ ინფექციის გავრცელებას შევამცირებთ დაახლოებით 70%-ით," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.