19 აპრილი 2024,   06:00
ვრცლად
კორონავირუსის ახალმა ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა

ბიოტექნოლოგიური კომპანია "მოდერნას" მიერ წარმოებულმა კორონავირუსის ახალმა ვაქცინამ ყველა საცდელი ეტაპი წარმატებით გაიარა და 95%იანი ეფექტურობა აჩვენა.

ვაქცინაციის პროცესში 30 000 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც 4 კვირის განმავლობაში პრეპარატი 2-ჯერ გაუკეთეს. აცრის შემდეგ კორონავირუსი მხოლოდ 5 შემთხვევაში დადასტურდა.

ამერიკული კომპანია "მოდერნა" გამოყენებისთვის დასტურის მისაღებად ლიცენზირების ცენტრს მომდევნო რამდენიმე კვირაში მიმართავს, მაგრამ ფართო მასებისთვის წვდომა როდიდან იქნება შესაძლებელი, ჯერჯერობით, უცნობია. ასევე უცნობია იმუნიტეტის ხანგრძლივობის პერიოდი პრეპარატის მიღების შემდეგ.

დღის ამბები