07 მაისი 2024,   18:12
ვრცლად
კორონავირუსის მზარდი სტატისტიკა მსოფლიოაში - საფრანგეთში ინფიცირებულთა რიცხვი 2 მილიონს აჭარბებს

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოში ისევ მზარდია. საფრანგეთი პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.

იტალიაში კი აპრილის შემდეგ კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

შეერთებულ შტატებში COVID-19-ის ტესტირების ხელსაწყო დაამტკიცეს, რომლის გამოყენება სახლის პირობებშია შესაძლებელი. გავრცელებული ინფორმაციით ნაკრების საშუალებით პასუხის მიღება 30 წუთის განმავლობაშია შესაძლებელი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი შეზღუდვები დაწესდება თურქეთში. ახალი რეგულაციების მიხედვით, კომენდანტის საათი ქვეყანაში მხოლოდ შაბათ-კვირას ამოქმედდება და მოსახლეობას ქუჩაში გასვლის უფლება დილის 10-დან საღამოს 8-საათამდე ექნება.

თურქეთში წლის ბოლომდე დახურული იქნება კინოთეატრები, რესტორნებს კი მხოლოდ საკვების სახლში მიტანის უფლება ექნებათ. ქვეყანაში სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე წლის ბოლომდე დისტანციურად გაგრძელდება.

დღის ამბები