26 დეკემბერი 2024,   05:43
ვრცლად
შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმს კონსტიტუციაც შეიცავს, უმრავლესობის ხელშია ერთპარტიულს დატოვებს თუ არა პარლამენტს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე "ღამის კურიერის" ეთერში ამბობს, რომ პარლამენტში "ქართული ოცნება" მარტო არ დარჩება. კობახიძე კონსტიტუციაში ჩადებულ იმ მექანიზმს განმარტავს, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოსა და მისი უმრავლესობის გადასაწყვეტია, ერთპარტიულს დატოვებს, თუ არა პარლამენტს. 

"ეს არ მოხდება არც ერთ შემთხვევაში, ამის ბევრი მიზეზი არსებობს, მათ შორის ერთგვარი შანტაჟის ფორმაა. ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება ოპოზიციამ წააგოს არჩევნები, თქვას, რომ არ შევდივარ, მოითხოვოს რიგ გარეშე არჩევნები და ა.შ. შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმს კონსტიტუციაც შეიცავს. კონსტიტუცია ჭკვიანი ხალხის მიერ არის დაწერილი. ამაში იგულისხმება, რომ პარლამენტის და მისი უმრავლესობის ხელშია ერთპარტიულს დატოვებს, თუ არა პარლამენტს. ანუ, შესაბამისად, შეიძლება მარტივად პარლამენტმა გააკეთოს ის, რომ მოლაპარაკების სივრცე გახსნას შემდგომი 4 წლითაც კი. ეს არის კონსტიტუციაში ჩადებული მექანიზმი.

კონსტიტუცია შეიცავს შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმს. პროცედურები ისეა გაწერილი, რომ პარლამენტის ნების გარეშე ამ შანტაჟს ვერავინ ვერ განახორციელებს. თავდაპირველად ხდება 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა. ანუ, ყველა შემთხვევაში, რა პოზიციაც არ უნდა ქონდეთ შესაბამის დეპუტატებს, 150-ვე დეპუტატი ითვლება დეპუტატად, მას შემდეგ რაც პირველ სხდომაზე 76 დეპუტატი, ანუ უმრავლესობა დაადასტურებს მათ უფლებამოსილებას. ამის შემდეგ, თითოეულ მათგანს შეუძლია რა თქმა უნდა, დაწეროს განცხადება პარლამენტიდან გასვლაზე, მაგრამ პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს, თუ არა მათ პარლამენტს. ეს არის შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი. პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს მათ გასვლას პარლამენტიდან," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები