"ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" მუსიკოს მიხაილოსთვის შინაპატიმრობის რეჟიმის გამკაცრებისთვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, პრობაციის ბიუროს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უსაფუძვლოა.
მათი განმარტებით, მუსიკის დარგში საქმიანობა მას საპატიო გარემოებად უნდა ჩაეთვალოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მუსიკოსს შინაპატიმრობის ვადის დროს, მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში აქამდეც მიუღია.
შეგახსენებთ, პრობაციის ბიურომ მიხაილოს 13 და 17 ოქტომბერს ღამის საათებში საცხოვრებელ ტერიტორიაზე არყოფნა საპატიოდ არ ჩაუთვალა.