19 მაისი 2024,   12:32
ვრცლად
ჯანმოს ექსპერტები ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში COVID-19-ის სამკურნალოდ "რემდესივირის" გამოყენების წინააღმდეგ გამოდიან

შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო იტალიის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, შობის დღესასწაულზე დიდი წვეულებებისგან თავი შეიკავონ. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კი კორონავირუსის მეორე ტალღის გამო გამოცხადებული მკაცრი კარანტინის შედეგად საფრანგეთის მოქალაქეთა მენტალური ჯანმრთელობა გაუარესდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში COVID-19-ის სამკურნალოდ რემდესივირის გამოყენების წინააღმდეგ გამოდიან. მათ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ აღნიშნული ანტივირუსული პრეპარატი დადებითად მოქმედებს კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობაზე.

დღის ამბები