19 დეკემბერი 2024,   01:53
ვრცლად
თვითმხილველების თქმით, შენობაში მყოფ პირს ხელში გაურკვეველი ნივთი ეჭირა, მოგვიანებით კი ერთი მძევალი გამოუშვა

წერეთლის ქუჩაზე, ამ დრომდე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მათ გზის სავალი ნაწილი ყვითელი ლენტით აქვთ გადაკეტილი. თვითმხილველი აცხადებს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში პირი დაინახა, რომელიც მობილურ ტელეფონზე საუბრობდა და ხელში გაურკვეველი ნივთი ეჭირა.

ამ დროისთვის ურთიერგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება მძევლებისა და თავდამსხმელების რაოდენობის შესახებ. თვითმხილველების ნაწილი ამბობს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილია 5 თავდამსხმელი, ნაწილი კი ამბობს, რომ - ერთი.

ოფიციალური განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუვრცელებია. 

"შიგნით არის ვიღაც, ტელეფონზე საუბრობდა, გაბრაზებული იყო ძალიან, როგორც ჩანდა, ხელში რაღაც ეკავა. ერთი მძევალი გამოუშვა და როგორც თქვეს, სამართალდამცველებმა წაიყვანეს დასაკითხად" - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

დღის ამბები